02:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 14:29:53, 2213 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: იმედი გვაქვს, ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას შევძლებთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი  რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე  სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ  ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ  კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის  წარმოება, ტრანზიტი,  ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე   თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება  ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს  ის მიმართულებებია, სადაც  ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ  მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება.

„კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები  არიან ჩამოსულები და შესაბამისად,   ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ,  ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ  მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics