12:48 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:41:06, 777 ნახვა

სპორტი
მოქალაქეები ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ

თბილისის  საკრებულოსთან დედაქალაქის მერის წინააღმდეგ  ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა.  ადგილზე მისულები იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პარტიზანი მებაღეები, რომლებმაც დავით ნარმანიას გადადგომა მოითხოვეს.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საკრებულოსთან ამ დროისთვის მხოლოდ იმ აქციის მონაწილეები  რჩებიან, რომლებმაც ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება გააპროტესტეს. ამასთან, აქტივისტები  ამბობენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

ცხოველების მოყვარული მოქალაქეები  საკრებულოსთან ძაღლებით არიან მისულები.

"მიიღონ ისეთი კანონი,  რომელიც ცხოველთა უფლებებს  დაიცავს, როგორც მიუსაფარი ცხოველების, ასევე  მათი მოყვარულების უფლებებს და არ მოხდება მათი დისკრედიტაცია. ამოიღონ ის პუნქტები, რომლებიც  იძლევა ორაზროვანი გადაწყვეტილების საშუალებას, დააკონკრეტონ. დადგენილება ითვალისწინებს, რომ არ  აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ცხოველი ჯანმრთელია თუ არა,  აგრესიულია თუ არა, უნდა მოხდეს მათი ყველას დაძინება, და ჩვენი პროტესტის მიუხედავად,  ეს დადგენილება მაინც მიიღეს",-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, ამწუთებში თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics