|
2017-04-12 14:14:44, 1853 ნახვა
კომენტარი
შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნაზე ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვილებების პროექტიდან ამოღებულია
საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანმხება, შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოღებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. „მეორე რაუნდისთვის შემოთავაზებული იყო ძალიან მოკრძალებული ვარიანტი, შრომის უფლების დამდგენი ნორმის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო ის, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ორგანო, რაზეც პრინციპში კონსესუსი შედგა, კომისიის წევრებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიტიური განწყობა, თუმცა მესამე მოსმენის რეჟიმში შემოთავაზებულ პროექტში ეს ნაწილი ამოღებული იყო, რაც აიხსნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობით. ეს პრობლემური საკითხია, ჩვენ გვაქვს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა, 5 წლის განმავლობაში 2 ასეულზე მეტი დაღუპული გვყავს სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ეფექტური ზედამხედველობის ორგანო, შრომით ურთიერთობებზე და შრომის პირობებზე. ამ პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემოთავაზებული იყო პრობლემის გადაჭრის გზები, სახელმწიფოს ვალდებულების, შეექმნა ეს ორგანო, კონსტიტუციური გარანტირება იქნებოდა ამ შემთხვევაში მიღწეული ჩვენს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ უარყო ეს ინიციატივა, უფრო მეტიც დღეს ჩვენ გვექნება ვითარება, რომ შრომითი უფლებების სტანდარტი შემცირდება”,-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)