20:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:36:51, 1830 ნახვა

კომენტარი
ნარჩემაშვილი ქორწინების დეფინიციაზე: საზოგადოების სურვილია, კონსტიტუციაში მოხდეს მისი ასახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საზოგადოების სურვილია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვა მოხდეს.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნარჩემაშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის პოზიციაა, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვა მოხდეს

გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს კანონმდებლობით და არა კონსტიტუციური ჩანაწერით.

 კომისიის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზეც  იმსჯელებენ.

„პირადად ჩემი პოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია მაინც არ არის მარტო სამართლებრივი დოკუმენტი, რა საკვირველია ის ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს, კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, მაგრამ ეს არის გარკვეული ასახვა პოლიტიკური ვითარების, პოლიტიკური რეალობის, ლოგიკის და მორალის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის განწყობები, რაც ახლაა საზოგადოებაში, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ მათი სურვილია ეს აისახოს, ვთვლი, რომ უნდა აისახოს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, თუმცა ვნახოთ, ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომ ის დარეგულირდეს სხვა კანონმდებლობით და არა კონსტიტუციური ჩანაწერით, ამაზე გვექნება კონკრეტულად საუბარი“, - განმარტა კობა ნარჩემაშვილმა .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics