13:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 13:39:05, 2375 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: „დარიალჰესი“ ენერგოუსაფრთხოების საქმეში უდიდეს წვლილს შეიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში "დარიალჰესი" უნიკალურია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, "დარიალჰესი" ეს არის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა.

მისი თქმით „დარიალჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძვეელი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. 

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია  ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა  დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ.

ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება  უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, „დარიალჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები „დარიალენერჯიში“ შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. 

ცნობისთვის, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია. ეს არის ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics