|
2017-04-07 13:05:09, 1862 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი მედიას: თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ქართულ მედიას მიმართა. პრეზიდენტის შეფასებით, მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს, ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია: „მინდა მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ - ასაჯაროებთ დემოკრატიის წყაროს - ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ქართული მედია, რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება და თქვენი - ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს, ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, აუცილებელია, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენთაგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის. რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)