|
2017-04-07 12:36:52, 2027 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის გამოსვლა პრეზიდენტის მოხსენებაზე იქნება დამოკიდებული
„დაველოდებით პრეზიდენტის მოხსენების შინაარს და ამის საფუძველზე განისაზღვრება საპარლამენტო დებატების შინაარსი“ ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მოხსენების წარდგენის წინ, მარგველაშვილთან ძალიან მოკლე შეხვედრა ჰქონდა, სადაც მოხსენების დეტალებზე არ უსაუბრიათ. „როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში, მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე საპარლამენტო დებატების შინაარსი განისაზღვრება“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)