05:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 14:29:31, 1798 ნახვა

კომენტარი
კობერიძე გია ხუხაშვეილზე: მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის მოხსენების პროცესში

„მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა  ჩართულობა პრეზიდენტის მოხსენების პროცესში,  გია ხუხაშვილზე მაქვს საუბარი, მგონი პირდაპირ თანამონაწილეა რასაც პრეზიდენტი ამზადებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აქტიური პროპაგანდა მიდის იმისკენ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის დღეს ტემპერატურა მაქსიმალურად იყოს აწეული.

„მაოცებს ცოტათი ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა ამ პროცესის  განხილვაში, იმდაგვარად, რომ პირდაპირ სცენარსაც კი  წინასწარმეტყველებენ, თუ  რაზე გამოვა პრეზიდენტი, რაზე ილაპარაკებს, როგორ იქნება და ა.შ.  ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ხანდახან, როდესაც ამ ყველაფერს უსმენ რომ ეს ადამიანი, კონკრეტულად ბატონ გია ხუხაშვილზე მაქვს საუბარი, რომ ექსპერტი კი არ არის,  პირდაპირ თანამონაწილეა მემგონი  იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს.  ასეთი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვის ნიშნებს ბადებს ყოველთვის.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ  ტემპერატურა მაქსიმალურად იქნება აწეული  პარლამენტში ამ დღეს და მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ასეთი სახის ექსპერტებსაც, რომლის წინასწარმეტყველებაც  იშვიათად  ხდება სხვათაშორის საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია არის  დამბალანსებლის როლი პოლიტიკურ რეალობაში საქართველოში  და არა როგორც  ტემპერატურის აწევის და არა ისეთი თემების გამწვავების, რომელიც არ არსებობს დღეს საქართველოში“,-განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს გამოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics