01:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 13:46:06, 1975 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: აპრილის ბოლოს კონკრეტული დოკუმენტი მომზადდება, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს

„აპრილის ბოლოს მომზადდება უკვე კონკრეტული დოკუმენტი და ის დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასაპარლამენტო ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა. 

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილია ყველა კვალიფიციური პარტია და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში.

„კომისიაში არის წარმოდგენილი 73 წევრი, მათ შორის ყველა კვალიფიციური პარტია, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არამარტო ჩვენ მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიის პლენარულ სხდომას და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის მიხედვით, აპრილის ბოლოს მომზადდება უკვე კონკრეტული დოკუმენტი და ის დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული. კვალიფიციურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი უკვე ასახულია პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 15-მა არასაპარლამენტო პარტიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა, კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე პოზიცია საჯაროდ გამოაქვეყნოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics