2017-03-29 13:24:40, 2186 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი ტუღუში: პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს
,,არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება და ასევე პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს პირდაპირი წესით",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
„ამ პროცესში მონაწილეობის ძირითადი მიზეზი არის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ვგულისხმობთ არსებული მახინჯი სისტემის ჩანაცვლებას გაცილებით უფრო პროგრესული სამართლიანი საარჩევნო სისტემით, რომელიც არ იქნება მორგებული მოქმედი ხელისუფლების ინტერესებზე. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი“, -განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან