01:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 14:04:49, 2093 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირის და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის უკვე არსებობს ღია კარი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის ერთგვარი ღია კარი არსებობს.

მინისტრის თქმით, უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბჯია.

„იცით უკვე, რომ ხვალიდან დაიწყება უვიზო მიმოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირის და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის უკვე არსებობს ერთგვარი ღია კარი, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი  მომავალი ბიზნესურთიერთობების განვითარებისთვის, განათლების, სოციალური, ჰუმანიტარული, თუ სხვა თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამას აქვს მჭიდრო პოლიტიკური  ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან დიდი დატვირთვა და ბუნებრივია, შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ ევროპაში. რა თქმა უნდა, მე ხვალ მივემგზავრები. ძალიან მოხარული ვარ, რომ წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად, მექნება საშუალება, ევროპის კულტურის ცენტრში, ათენში,  ვიყოთ ერთად, გავმართოთ ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები, შემდგომ კი გავემგზავრებით ბრიუსელში და მაღალი დონის შეხვედრები გვექნება“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო რეჟიმი ხვალიდან ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics