02:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 18:42:05, 1875 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, გარდა პოლიციელისა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა, - ამის შესახებ მინისტრმა ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სამასუხოდ განაცხადა. 

როგორც მრებრიშვილმა აღნიშნა, დროა დამთავრდეს სრული ისტერიკა, რომელიც საქართველოში ხდება. 

"შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს საერთოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც საქმე პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დამთავრდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს“, - განაცხადა მღებრიშვილმა. 

რაც შეეხება განცხადებებს, თითქოს დაკავებულებს და მათ ახლობლებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, მინისტრის განმარტებით, მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოტივით კეთდება. 

„ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ეს სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის, რომელსაც ახლა გვიდგამენ ზოგჯერ შსს-ს წინ და ზოგჯერ სხვაგან. ეს არის ჭორებზე დაყრდნობილი, აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციები, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics