|
2017-03-22 14:16:33, 1865 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პატრიარქი: რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ტერიტორიები და ეს დაუსრულებლად არ უნდა გრძელდებოდეს. როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყანების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების თანადგომა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სპიკერებს ამ კუთხით გაწული თანადგომისთვის. „ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ. ამიტომ თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გწირავთ ამისთვის", - დასძინა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)