18:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 14:05:07, 2280 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა

ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მივიღეთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ქეინსის თეორიის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ქვეყანას უჭირს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოახდინოს კაპიტალური დანახარჯები, რათა რეგიონში არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილება ასევე გამომდინარეობდა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მოტივითაც.

„ჩვენ  ძალიან გვჭირდება  ჩვენი სატრანზიტო პოტენციალისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაძლიერება. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომლის რეგიონები ერთმანეთთან უკეთესად იქნებიან დაკავშირებული, მათ შორის მობილობა იქნება გაცილებით დიდი და სატრანზიტო პოტენციალი იქნება გაცილებით ბევრად მაღალი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა, ასევე გაამახვილა ყურადღება აბრეშუმის გზასა და მასში საქართველოს მონაწილეობაზე.

„საბოლოო ჯამში, სატრანზიტო პოტენციალი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვართ გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს აზიას ევროპასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროპასთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული პოტენციალის უკეთ ათვისებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics