|
2017-03-17 13:51:31, 2366 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხუციშვილი კილაძის შვილისთვის წამლის ე.წ. ჩადების ბრალდებაზე: გამოვრიცხავ, პოლიცია ამ მეთოდებს იყენებდეს
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე მისი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება მართებული არ იქნება. თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, ხდება თუ არა დღეს პოლიციის მიერ წამლის ე.წ. ჩადება, ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ამ მეთოდების გამოყენებას გამორიცხავს. „ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება, რადგან ჯერ ერთი გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხზე და მეორე, თვით აღკვეთის ღონისძიების პროცედურები დასრულებული არ არის. რამდენადაც ვიცი, გასაჩივრების პროცესია კიდევ და დამატებით გენერალური ინსპექცია არის ამ საკითხის შესწავლით დაკავებული. ყველანაირი დასკვნა ოფიციალური შესწავლის და პროცედურების შემდეგ უნდა გაკეთდეს“,-განაცხადა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 მარტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხარშილაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)