08:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 14:21:47, 2063 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მათიკაშვილი: კომისიის წევრთა უმრავლესობაში არის გარკვეული შეთანხმება, 2023 წლიდან არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების უმრავლესობაში არის გარკვეული  შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2023 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს. 

თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„პრეზიდენტის არჩევის წესზე მიდის მსჯელობა. საკითხი, რომ შემდგომი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით ჩატარებული და 2023 წლიდან არაპირდაპირი წესით, ამაზე საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფის უმრავლესობას შორის გარკვეული შეთანხმება არის. თუმცა, ეს ბოლო ვერსია არ არის. მაგრამ აქეთკენ მიდის სამუშაო ჯგუფი. ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე ჯამდება, ფასდება და ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გარდა ამისა, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ  კომისიის რამდენიმე წევრმა  სხდომიდან არასწორი ინფორმაცია გამოიტანა.

 „გავმიჯნოთ პრაქტიკული საკითხები, პოპულისტური საკითხებისგან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics