|
2017-03-16 12:18:18, 1809 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, პრემიერის კანდიდატურას ვეტო დაადოს
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, არსებობს კონსესუსი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება შესაკვეცია. მაგალითად, მენაბდის აზრით, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, ვეტო დაადოს პრემიერის კანდიდატურას. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, რაც მენაბდის თქმით, შესაძლებელია, შეიკვეცოს. „პრეზიდენტის უფლებამოსილებების რამდენიმე ბლოკი არსებობს დღეს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. მათგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ანუ ის კომპეტენციები, რომლითაც პრეზიდენტი ნიშნავს კონკრეტული თანამდებობის პირებს, ან მონაწილეობს ამ თანამდებობის პირების გამწესებაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს, და შევინარჩუნოთ. რაც შეეხება დანარჩენ კომპეტენციებს, დღესაც არის კონსესუსი, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება შესაკვეცია, მაგალითად, მას აქვს უფლებამოსილება ვეტო დაადოს პრემიერის კანდიდატურას, ჩემი აზრით მას ეს უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, შესაძლებელია, ეს უფლებამოსილებაც შეიკვეცოს",-აღნიშნა მენაბდემ. თუმცა, მენაბდის განცხადებით, საერთო ჯამში, პრეზიდენტის არჩევის წესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მის ისეთ კომპეტენციებზე, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და მისი გავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტების შექმნას. მენაბდეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უმჯობესია: " ჩემი პოზიცია ცნობილია, მე მიმაჩნია ჩვენს კონტექსტში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი იქნებოდა უმჯობესი, ვინაიდან მართალია არ არსებობს პრეზიდენტის არჩვის ერთიანი წესი, მაგრამ იმ გამოწვევებით და იმ გამოცდილებით სადაც ჩვენ ვართ, ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე გონივრული გამოსავალი",-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)