06:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:19:49, 1901 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა არ ხდება

„თუ პრეზიდენტს უნდა, პირადად ჩემთვის გაუგებარი  ინიციატივებით, რაღაც ქულების ჩაწერა და პიარის გაკეთება, შეუძლია ეს გააკეთოს,  ხელს არავინ უშლის“,-ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტთან თანამშრომლობა აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში ხდება.

„პრეზიდენტთან თანამშრომლობა ხდება აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში, როდესაც პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას იქ მონაწილეობა ყველა შესაბამისი მინისტრი და პრემიერ-მინისტრის. პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, მან არჩია სხვა გზა, მან აირჩია რაღაც შეხვედრები გარკვეულ პარტიებთან და საზოგადოებასთან. მას ამაში ხელს არავინ არ შეუშლია, მაგრამ მისი უფლება და ნებაა. შეუძლია რამდენიც უნდა იაროს, შეხვდეს და ილაპარაკოს, მოკრიფოს აზრები, მაგრამ როცა ლაპარაკია კონკრეტული მოდელის განხილვაზე, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კომისია და თუ  მას აქვს ინტერესი, სწორედ საპარალამენტო კომისიის ფარგლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. როდესაც ადამიანი გამოდის, პრეზიდენტს, ვგულისხმობ და ამბობს, რომ მე არ მესმის, რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში და საერთოდ რაში გვჭირდება ეს კომისია და რატომ ვცვლით კონსტიტუციას და, პარალელურად იწვევს ადამიანებს თავისთან შეხვედრაზე და ამ შეხვედრას ამთხვევს  პარლამენტის სასესიო დღეს, გაუგებარია მაშინ რა მიზნები აქვს მას. როდესაც პრეზიდენტს უნდა პირადად ჩემთვის გაუგებარი,  ინიციატივებით რაღაც ქულების ჩაწერა და პიარის გაკეთება, შეუძლია ეს გააკეთოს არავინ არ უშლის ხელს. პრეზიდენტს არცერთი უფლება არ ეზღუდება  და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა არ ხდება, მეორე თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევის წესი ეს არის დამოკიდებული იმაზე განვითარების თუ როგორ მოდელს ვირჩევთ. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ისინი მხარს უჭერენ საპრეზიდენტო მოდელს“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics