06:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 15:32:57, 1907 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თინა ბოკუჩავა უმრავლესობას: ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები

„ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები,  ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობას, სადაც ეროვნული ბანკში ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ახლა ივანიშვილი არ ენდობა პრეზიდენტს და უნდა საკანონმდებლო გზით პრეზიდენტის არჩევის უფლება საზოგადოებას ჩამოართვას.

„ეკა ბესელია, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი კახიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე, ზაზა პაპუაშვილი, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, ზაქარია ქუცნაშვილი, ზვიად ძიძიგური, ფატი ხალვაში - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანებისა,  რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა გასულიყო ეროვნული ბანკიდან და დღეს ვერ ასახელებენ  არგუმენტს  თუ რატომ შეეცვალათ აზრი. ჩვენ მოვისმინეთ ზოგი კოლეგის გულწრფელი აღიარება, რომ ივანიშვილი ებრძოდა ქადაგიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ენდობოდა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და სწორედ ამიტომ ჩამოართვა ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია. ახლა ივანიშვილი არ ენდობა პრეზიდენტს და უნდა საკანონმდებლო გზით პრეზიდენტის არჩევის უფლება საზოგადოებას ჩამოართვას. ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები. ახლა ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics