03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 14:07:46, 1891 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის პრინციპი დარღვეულია, ყველამ ყველაფერი იცის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე გაუთქმელობის პრინციპი დარღვეულია და ყველამ ყველაფერი იცის. 

დეპუტატის თქმით, გაუთქმელობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, თუმცა გამოძიების კონფიდენციალურ რეჟიმში წარმართვა არ ნიშნავს, რომ სასამართლო ასევე, კონფიდენციალურად წარიმართება.

„ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი განსაჯაროებული იქნება. თქვენ ნახეთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაფარული არაფერი დარჩა და ყველაფერი გარეთ გამოდის“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics