03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 13:38:21, 1968 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკუჩავა: საქართველოს ხელისუფლება ეწევა პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით,  ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის,  ან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

„საქართველოს ხელისუფლება ეწევა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ საზოგადოების ზურგს უკან  ხელშეკრულება გააფორმა „გაზპრომთან“ და ახლა რამდენადაც ცნობილია, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.   ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის,  ან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს, პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.  საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს რაც შეეხება, მათმა მაამებლურმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში, ვერანაირი ნორმალიზება ვერ გამოიწვია. პირიქით, უფრო დაიძაბა სიტუაცია - უფრო ხშირად ვხედავთ ოკუპაციის ხაზის გადმოწევას, გატაცებას და ა.შ. ამიტომ, ასეთი მაამებლური პოლიტიკა, რომელიც მარტო გვტოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ჩვენთვის ძალიან საზიანოა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics