|
2017-03-06 18:10:21, 2288 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, ამის საჭიროება ნამდვილად არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ თავდაპირველად მედიაომბუდსმენის შექმნის ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მას ეგონა, რომ აღნიშნული იდეა პრეზიდენტს ეკუთნოდა: „თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. გვყავს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც თავისთავად ისედაც გარკვეულ საკითხებში არ მოდის შესაბამისობაში პოზიციებთან, რომელიც მთავრობას გააჩნია. სწორედ ამ ჭიდილიდან გამომდინარე, ვითარდება პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, რომელიც რაღაც გარკვეულ ნაწილებში მოიკოჭლებს, ამ მოკოჭლებას არ უშველის დამატებითი განცხადებების გაკეთება, რომელიც პირადი თავის წარმოჩენაზეა მიმართული და ვფიქრობ, ასეთი განცხადებაა პრეზიდენტის“, -აღნიშნა გია ვოლსკიმ. ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს შეახსენეს, რომ მედიაომბუდსმენის შექმნის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, რის შემდეგაც ვოლსკიმ პოზიცია შეცვალა და აღნიშნული იდეა მოიწონა. თუმცა, აქვე განმარტა, რომ წინა განცხადებაში მედიაომბუდსმენს არ გულისხმობდა და მან ყურადღება პრეზიდენტის ზოგად განცხადებებზე გაამახვილა: „პრეზიდენტის განცხადებაზე, ომბუდსმენის საკითხზე არ ვგულისხმობდი. უამრავი განცხადებებია გაკეთებული, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში, არ ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუ კი მედიის თემასთან დაკავშირებით, დროებითი, მუდმივი გუნდი შეიქმნება, რომელიც რეალურ სურათს დახატავს... თუ ამ თემის დასაბალანსებლად და მედიის რესურსის სწორად გამოყენებისათვის შეიქმნება სტრუქტურა, არ ვიცი რა ერქმევა, არ იქნება ურიგო.. თუ კი ეს საჭიროება არსებობს, ვფიქრობ არსებობს, მაგრამ როგორი სახე ექნება, როგორი სახელი ერქმევა, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ კონსულტაციებს. მთავარია იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართლაც რეალურად არიან განწყობილი ამ სფეროს დაცვისაკენ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)