13:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 17:01:48, 1966 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა. 

შეხვედრაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააცნო. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საუბარი 8 მარტს, სტრასბურგში დანიშნულ სხდომას შეეხო, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე უნდა იმსჯელოს.

„საკვანძო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით და კერძოდ, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. იცით, რომ სტრასბურგში განიხილება „რუსთავი 2“-ის საქმე და ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ტელეკომპანიის საკითხზე. ამავე დროს, რამდენიმე დღეში იქნება მოსმენა, ვანო მერაბიშვილის საქმისა, სადაც ასევე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომლიც მოგვიანებით იქნება გამოცხადებული.

ჩვენთვის, ერთადერთი გუნდისთვის, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანოს ეკონომიკურად პირველ რიგში და პოლიტიკურად, იმ კრიზისიდან რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინსტიტუტები ეფექტურად გამოვიყენოთ, რათა ქვეყანა ამ სახიფათო გზიდან გადავიყვანოთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია-საუბარი, მის პერსონალურ საქმეზე, ისევე როგორც ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე. პირველ რიგში „რუსთავი 2“,-ის  გარშემო შექმნილ სიტუაციაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმე 8 მარტს განიხილება. ამასთან, ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, დროებითაა შეჩერებული,  რათა ევროსასამართლო საქმის არსში გაერკვეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics