01:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 21:43:33, 1954 ნახვა

კომენტარი
ქიბარ ხალვაში: თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, თუ ტელეკომპანიის კოლექტივი თანახმაა, ის მზად არის მათ ხვალვე შეხვდეს და დაელაპარაკოს. 

როგორც ხალვაშმა "მოამბის" ეთერში აღნიშნა, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ.

„თუ თანახმაა ტელეკომპანიის კოლექტივი, ხვალვე მივალ და დაველაპარაკები, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. „რუსთავი 2“ იქნება ხალხის სამსახურში და არ იქნება მიკერძოებული“,- ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა. შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ. „რუსთავი 2“ იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი. როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მივალ ტელევიზიაში. როდესაც მხარეები არ იქნებიან აღელვებული, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება, შევეცდებით მოლაპარაკებით მოხდეს ყველაფერი. ხალხს გავაგებინებთ, რომ ამით უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არა და შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება“, - განაცხადა ხალვაშმა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics