00:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 17:36:55, 2170 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იზორია: ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების პროცესსაც ნიშნავს

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობაში თავისუფალი მედიის ფაქტორზე ისაუბრა.

 იზორიას განცხადებით,  ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას,  მათი  ამოცანაა, იმ ღირებულებების დამკვიდრება, რა ღირებულებებსაც დემოკრატიული საზოგადოება ემყარება. მათ შორის, იზორიას განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორედ თავისუფალი მედია:

„ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ნატოზე, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო ორგანიზაციაზე, მხედველობაში გვაქვს ის ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და როდესაც ჩვენ ნატო-ში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, იმ ღირებულებების დამკვიდრება, რა ღირებულებებსაც დემოკრატიული საზოგადოება ემყარება. ეს საზოგადოება პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე არსებობს, მათ შორის თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი სწორედ  ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების პროცესსაც ნიშნავს და ზოგადად იმ ღირებულებების დამყარების პროცესსაც ნიშნავს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას და საერთოდ ადამიანის თავისუფლებას ემყარება დემოკრატიულ საზოგადოებაში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics