00:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 17:25:01, 2203 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: საქართველო მზადაა, იყოს თანამონაწილე რეგიონში უსაფრთხოების განვითარების საქმეში

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს როლზეც ისაუბრა.

მისი თქმით,  საქართველო რეგიონში ნატო-სთვის სანდო პარტნიორია, რომელიც მზადაა, იყოს თანამონაწილე ნატო-სთან ერთად რეგიონში უსაფრთხოების განვითარების საქმეში.

„ჩვენ რეგიონში ვართ უკვე სანდო პარტნიორი ნატოსთვის, ასპირანტი ქვეყანა, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას, იყოს თანამონაწილე ნატო-სთან ერთად რეგიონში უსაფრთხოების განვითარების საქმეში. ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას, ჩვენ ინტენსიურად ვართ  სტრატეგიული დიალოგის პროცესში ჩართული. გვქონდა შესაძლებლობა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან  ამ საკითხზე გვესაუბრა.

ბუნებრივია, ჩვენ ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ჩავერთოთ მეტ წვრთნებში ნატოსთან ერთად ზღვაში, მზადყოფნას გამოვხატავთ, ჩვენი ინფრასტრუქტურა ხმელეთზე გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიზნებისთვის. მზადყოფნას გამოვხატავთ, კოორდინაციის მიზნით, გვყავდეს ორი ოფიცერი მივლენილი რუმინეთში. ასე რომ, დისკუსია და თანამშრომლობა არის ძალიან კონკრეტული და მჭიდრო  და ის კონკრეტულ შედეგებში იქნება გამოხატული“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics