00:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 14:30:38, 1960 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: ახლოვდება მომენტი, როდესაც გამოჩნდება - ვიქნებით თავისუფალი ქვეყანა, თუ სახელმწიფო, როგორიც რუსეთია

„ახლოვდება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც გამოჩნდება, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო ხვალ, ზეგ და მაზეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ უზენაეს სასამართლოსთან, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ ყოველთვის დადგება „რუსთავი 2“-ის გვერდით და თავისუფალ სიტყვას დაიცავს.

„დღეს გამოჩნდება, ვიქნებით ჩვენ ნორმალური თავისუფალი ტიპის ქვეყანა, თუ ვიქნებით სახელმწიფო, როგორიც არის მაგალითად რუსეთი, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი და არ არსებობს კრიტიკული პოზიციის გამომხატველი ტელევიზია. დღეს ეს არის მთავარი საფრთხე. ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ „რუსთავი 2“, ნიკა გვარამია, გეცინებოდეს ან არ გეცინებოდეს ვანო ჯავახიშვილზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი აქცია და ის რაც დღეს წყდება, არ ეხება ნიკა გვარამიას ვანო ჯავახიშვილს და „რუსთავი 2“-ს, ეს ეხება თითოეული ჩვენგანის მომავალს, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, იქნება თუ არა კრიტიკული აზრი, ისეთი ტელევიზია, რომელიც ილაპარაკებს პრობლემებზე, სიდუხჭირეზე და იმ ყველაფერზე, რაზეც არ ილაპარაკებს მთავრობა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ტელეკომპანიის საქმეზე უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics