22:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 12:25:16, 2001 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც ოპოზიციის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება

საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები და ამის მთავარი ინსტრუმენტი არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე, მმართველი გუნდის ხედვა გააცნო:

“ჩვენ ასეთი სისტემა გვესახება - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს ცვლილებების შემდგომ პარლამენტის სიძლიერეს. პირველი - ეს არის საარჩევნო სისტემა. მოგეხსენებათ დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს გამარჯვებულ პარტიას და შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს ოპოზიცია. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისებურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები და ამის მთავარი ინსტრუმენტი რა თქმა უნდა არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუ როგორ გვესახება პროპორციული სისტემა, ამ სისტემას ბუნებრივია, აქვს თავისი თავისებურებები დაწყებული საარჩევნო ბარიერით, გაგრძელებული სხვა საკითხებით. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics