08:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 14:21:24, 2163 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკუჩავა: ისარგებლეთ მომენტით და გომელაურს ჩამოაცილეთ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგეს პარლამენტის წინაშე

„ისარგებლეთ მომენტით და ვახტან გომელაურს საერთოდ ჩამოაცილეთ ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგეს პარლამენტის წინაშე“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

„მეცხრე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე რომ სუს-ის უფროსს ეხსნება ვალდებულება პარლამენტში, წელიწადში ერთხელ მოსვლისაც კი, შეგვიძლია, თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება თქვენი მხრიდან, სარედაქციო ცვლილებითაც მოვაგვაროთ.  შესაბამისად ამოვიღოთ სიტყვები ან მისი მოადგილე ან თუ გნებავთ სიტყვა ან ჩავანაცვლოთ სიტყვა და-თი. ამით მოგვარდება ის პრობლემა, რომელიც არის მართლაც საგულისხმო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ არაერთხელ მოითხოვა ბატონი გომელაურის მობრძანება პარლამენტში, რისი ვალდებულებაც მას გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის ვიღებთ უარს, ახლა უკვე კანონით მაშინ როდესაც ის საერთოდ არ შეეხება სააგენტოს საქმიანობას,  ისარგებლეთ მომენტით გომელაურს საერთოდ ჩამოაცილეთ ის ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წარდგეს პარლამენტის წინაშე“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics