19:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:53:19, 2089 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქთან ჩემი გადადგომის საკითხზე არ მისაუბრია

მამა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ბოტკოველმა  „ექსპრესნიუსს“ დაუდასტურა. თუმცა, ის  ამ ეტაპზე  თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს:

„შემდეგ ვისაუბრებ ამ საკითხებზე, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამეძიებით, ახლა  არ მაქვს ამის განწყობა და სურვილი, ვისაუბრო ამ საკითხებზე“,-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მან არც პატრიარქის დაცვის უფროსის ბრალდებასთან დაკავშირებით ისურვა კომენტარის გაკეთება და აღნიშნა, რომ ყველაფერს ერთად უპასუხებს.

„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე-პატრიარქს რა პოზიცია აქვს მის გადადგომასთან დაკავშირებით, ბოტკოველი ამბობს, რომ ილია მეორესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

ამასთან, მიქაელ ბოტკოველი დღეს  მამალაძის ადვოკატების პატრიარქთან შეხვედრას არ ადასტურებს:

 „არა, პატრიარქი შეხვდა წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს“,-აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

გარდა ამისა, მამა მიქაელ ბოტკოველი არ საუბრობს, შეხვდება თუ არა პატრიარქი გიორგი მამალაძეს.

„არ განხილულა ეს საკითხი, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“,-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

ასევე,  ბოტკოველისთვის უცნობია, დაიკითხება თუ არა მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი:

„ინფორმაცია არ მაქვს, განვაცხადე, რომ თუ იქნება ასეთი სურვილი, ქალბატონი შორენა მიიღებს მონაწილეობას“,-ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics