|
2017-02-22 14:08:47, 2048 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე უმრავლესობას: მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს პირველი თქვენ უნდა სვამდეთ და არა მე
„პრაქტიკულად მთავარმა პროკურორმა, გარდა იმისა, რომ გვითხრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პატრიარქი გახლდათ“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, მთავარმა პროკურორმა თავისი ბრიფინგით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და ხელი შეუწყო პიარ კამპანიას, რომ თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. „მინდა შევეხო მთავარი პროკურორის საკითხს, უმრავლესობიდან ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ თურმე ჩვენ უნდა ვითვალოთ ხმები და თურმე პერსპექტივა არ აქვს ამ ინიციატივას, გრძელდება ეკლესიის სახელით სპეკულირება, ეკლესიის კალთას ამოფარება იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე. პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს მთავარ პროკურორს, ქვეყნის წინაშე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. საკითხს მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ მე კი არ უნდა ვსვამდე პირველი, თქვენ უნდა სვამდეთ ამ საკითხს. კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს ეს კითხვები თქვენ უნდა გააჟღეროთ, როგორც იმ საზოგადოების წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აწუხებს თემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება. რა მაქვს ახლა მხედველობაში? მთავარმა პროკურორმა 13 თებერვალს გამართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ იგეგმებოდა და მზადდებოდა მაღალი სასულიერო პირის მკვლელობა. მანვე ისაუბრა, რომ თურმე დაკავებულია დეკანოზი მამალაძე, რომელიც მიემგზავრებოდა გერმანიაში და მის ბარგში აღმოუჩენიათ კალიუმის ციანიდი. პრაქტიკულად მთავარმა პროკურორმა, გარდა იმისა რომ გვითხრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, პირდაპირ მიანიშნა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გახლდათ პატრიარქი. ასე იკითხებოდა მისი ბრიფინგიდან და ამგვარადვე გამოეხმაურა მას საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. მაგალითად, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღკვეთილია ეკლესიაზე ვერაგული თავდასხმა და ბერლინში გააგზავნა საკუთარი პირადი დაცვის წევრები, რათა მათ უზრუნველყოთ პატრიარქის უსაფრთხოება. სწორედ პატრიარქის უსაფრთხოებაზე იყო ხაზგასმა მის განცხადებაში. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ხელისუფლება მუდამ იდგება პატრიარქის უსაფრთხოების სადარაჯოზე, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ჩვენმა კოლეგამ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება ანუ პირდაპირ იყო საუბარი მთავარი პროკურორის ბრიფინგიდან გამომდინარე, რომ საფრთხე შეექმნა პატრიარქის სიცოცხლეს, ეს აღკვეთა „გმირულად“ პროკურატურამ და შემდგომ რამდენიმე დღეში პრაქტიკულად დადასტურდა, რომ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თავისი ბრიფინგით პირდაპირ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, ხელი შეუწყო პიარ კამპანიას, რომ თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავს პატრიარქის მკვლელობას, რაც შემდგომ აღკვეთა პროკურატურამ“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)