19:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 17:31:00, 1864 ნახვა

კომენტარი
ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: საგამოძიებო პროცესში მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები

„ადვოკატს შეუძლია ყველა მეთოდი გამოიყენოს, რომ დაცვა განახორციელოს, საქმის წარმოებისას, ისე როგორც მას საჭიროდ მიჩნია და ამას ვერავინ ვერ შეზღუდავს“, - ამის შესახებ მმართველი გუნსის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

როგორც ბესელიამ ე.წ ციანიდის საქმის კომენტირებისას აღნიშნა, საგამოძიებო პროცესში მხარეებს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ. 

ეკა ბესელიას შეფასებით, საჯარო განცხადების გარკვეული შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს ეზღუდება სრულად განახორციელოს დაცვა. 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბესელია ემხრობა, რომ გასაჯაროვდეს მტკიცებულებათა ნაწილი, იმისთვის რომ საქმეში მეტი სიცხადე შევიდეს. 

უმრავლესობის წევრი პატრიარქთან გუშინ გამართულ შეხვედრას და ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხო. მისი განმარტებით, ყველა თანხმდება, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. 

მისივე თქმით, ომბუდსმენი ესაუბრა პატრიარქს და უთხრა, რომ პრეზიდენტს შეწყალება შეუძლია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics