09:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 13:04:12, 2018 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი: რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე

ცურტაველი მიტროპოლიტის ვახტანგ ახვლედიანის განცხადებით, ის რაც დღეს ეკლესიაში ხდება, არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე. 

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქი კარგად არის, ყველაფერი გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება.

„პატრიარქი ჩამობრძანდა და მინდა მივიდე ვნახო როგორ არის. რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე. მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის, ის დაბრუნდა. ყველაფერი გაირკვევა, დალაგდება და ყველას თავისი ადგილი ექნება ამ ქვეყანაში. დაველოდოთ გამოძიებას, ნუ უსწრებთ მოვლენებს, სიმართლე არ დაიმალება, სიმართლე ყოველთვის იზეიმებს. ძალიან გთხოვთ, სენსაციებზე ნუ დადიხართ, გაუფრთხილდით ჩვენ ქვეყანას, გაუფრთხილდით ეკლესიას. ეს არის ერთადერთი ეროვნული, რაც ჩვენ გვაქვს და არ გვინდა ეს სენსაციები ავაგოთ რაღაც კომპრომატებზე“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე  - სჯერა თუ არა მას გამოძიების, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რაღაცის სჯერა ზოგი რაღაცის არა. 

„ნუ გახადეთ მამა გიორგი მოწამე, ის არის რიგითი სასულიერო პირი,როგორც ყველა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა ყველაფერი",- განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯელობენ. შეხვედრას სასულიერო პირები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics