07:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 17:17:16, 2356 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძემ დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ ირაკლი მამალაძე მისი გარე ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარია

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეკანოზი მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს:

„მე გადავეცი ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოსვლა და ამაზე დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, ის არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის ახლო მეგობარი“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დეკანოზი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილი.

„ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილი და იმედი აქვს რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება და რეალურად დაინტერესდებიან იმით, რომ ის არ არის დამნაშავე“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics