06:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 18:06:21, 1887 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოფო კილაძე ოპოზიციას: ვახტანგ გომელაური იმდენად წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ამბობთ მის პიროვნებაზე

„ვენდობი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს, ნამდვილად პატივს ვცემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც იმდენად  წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ამბობთ მის პიროვნებაზე“,-ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ  საპარლამენტო ოპოზიციას.

კილაძის თქმით, საქართველო  დემოკრატიული გზით მიდის და „ნაციონალური მოძრაობა“   ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ვერ  შეძლებს.

„ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგად ხვდება საზოგადოება  რასთან აქვს საქმე.  მე გაგახსენებთ ერთ ძალიან კარგ მაგალითს. როდესაც  მეორე არჩევნები დადგა „ნაციონალური  მოძრაობის“ წინაშე,  მეორე არჩევნებზე მოგიწიათ თქვენ გაყალბება და ეს არახალია. ამაზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ,  მთელი დასავლური საზოგადოება საუბრობდა. ჩვენს შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვედით და ეს არის ყველაზე დიდი დადასტურება იმისა, რომ ნამდვილად გვენდობა საზოგადოება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა ბოლომდე გავამართლოთ. დღევანდელი პროექტი სწორედ ამის დადასტურება არის.

მე ვენდობი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს  და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლა 24 საათიან რეჟიმში ქვეყნის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებებს იცავს. ნამდვილად პატივს ვცემ უსაფრთხოების სამსახურის უფროს ბატონ  ვახტანგ გომელაურს, რომელიც  იმდენად წესიერია, რომ  თქვენც ვერაფერს ვერ ამბობთ  მის პიროვნებაზე და საერთოდ ვერაფერს ვერ იძახით მასზე. მე მჯერა იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება მიდის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს გზით და თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უკან დაბრუნდეს ისევ წარსულში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც წარმოდგენილია  დღეს იქნება ის ოქროს შუალედი,  რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვას, რომელიც შეესაბამება აბსოლუტურად იმ დასავლურ სტანდარტებს, რომელიც მოქმედებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში“,-განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics