06:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 15:51:19, 2109 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე უმცირესობას ბანერის გაკვრაზე: ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის მსგავსი ფორმები ნაკლებად გამოვიყენოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმცირესობას რეგლამენტით უფლება აქვს, სხდომათა დარბაზში ტრანსფარანტი გამოფინოს. 

ამასთან, კობახიძემ "ევროპული საქართველოს", კერძოდ კი ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება კონფროტაციული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამ პრაქტიკას არ მიესალმება. 

"ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასეთი გამოხატვის ფორმები ნაკლებად გამოვიყენოთ", - აღნიშნა კობახიძემ. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, "ევროპულმა საქართველომ" ტრანსფარანტი გამოფინა - "არა, მედია შტურმის".

ცნობისთვის, იქამდე პარლამენტში, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics