18:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:31:49, 1847 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გვიმრაძე არასამთავრობოებს: გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რასაც თქვენი მხრიდან შეფასება სჭირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გვიმრაძის თქმით, საზმაუს შენობაში შემოჭრის ფაქტი ძალიან ცუდია. მან ყველას, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, მოუწოდა, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რათა ეს პროცესი მათთვის უმართავ პროცესად არ გადაიქცეს:

"ძალიან ცუდი მოვლენა მოხდა, მრავალი ახალგაზრდა შემოიჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოითხოვეს პირდაპირი ეთერი. ძალიან ცუდი ფაქტია და მგონია, ამას შეფასება სჭირდება თქვენი მხრიდანაც", -აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მედია ექსპერტებთან შეხვედრაზე.

ცნობისთვის, გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ.   ისინი პრობლემების შესახებ ღია დიალოგს, ასევე 5 წუთიან ეთერს ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ მომხდარ ფაქტს საგანგაშო სიგნალი უწოდა, რომელიც მათივე შეფასებით, ტელევიზიის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics