02:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 17:39:55, 1879 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: პრეზიდენტს უფლება აქვს, შენიშვნები წარმოადგინოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს პასუხის გაცემის უფლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინოს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მოტივირებული პასუხების გაცემის უფლება აქვს.

დეპუტატმა აღნიშნა,  რომ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება არ ხდება და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს მოუწოდა, შესაბამისი შინაარსის განცხადება გააკეთოს.

"მედია სივრცე პრინციპში წალეკა იმ ინფორმაციამ, რომ ჩვენი ინსტიტუტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი უპირისპირდება ერთმანეთს,  მაგრამ სინამდვილეში საკითხებს სიღრმისეულად არავინ იცნობს. ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესია. პრეზიდენტს რა თქმა უნდა ვალდებულება და უფლებაც აქვს, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს მოტივირებული პასუხის გაცემის უფლება. ჩვენს საქმიან ურთიერთობაში არ უნდა შემოიპაროს ის ხინჯი, რომ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ვფიქრობ, რომ ქალბატონმა ანა დოლიძემაც უნდა გააჟღეროს ეს ტრიბუნიდანაც", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics