11:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 14:32:03, 2047 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ჟურნალისტებისთვის შეურაცხმყოფელია საუბარი, რომ მხოლოდ გვარამიაა თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მედიის თავისუფლების საკითხებს გამოეხმაურა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან ოპონენტებს შეახსენა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევაა:

„არ მინდა შეგახსენოთ, მედია როგორ კონტროლდებოდა თქვენი მმართველობის პერიოდში, და ადამიანის უფლებები როგორ ფასადურად იყო დაცული. ისინი, ვინც ცდილობთ, სპექტაკლი დადგათ, რომ თითქოს ხელისუფლებას უნდა, დაახშოს  „რუსთავი2“ და დახუროს არხები, ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ „რუსთავი2“-ის მაუწყებლობის პირობებში, სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ცდილობდით „რუსთავი2“ გამოგეყენებინათ ინსტრუმენტად, არჩევნების პერიოდში ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები, და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლებას არანაირი მიზანი არ აქვს, რომელიმე ტელევიზია დახუროს:

„მეტსაც გეტყვით, შეურაცხმყოფელია ჟურნალისტთა მთელი კორპუსისთვის, რომელზეც ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ რუსთავი2-ის ხელმძღვანელი ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ „იმედის“ ჟურნალისტები, პრესაში დასაქმებული ჟურნალისტები, ბეჭდურ მედიაში დასაქმებულები, ეს ადამიანები ყველანი არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკა არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი?! უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ შეურაცხყოფას აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics