04:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 18:05:43, 2032 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კარასინი: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი შეზღუდვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვისაც მოხსნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერას მიესალმება.

INTERFAX-ის ინფორმაციით, კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა წინაპირობა შეასრულა.

"ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე პოზიტიური ფაქტია. საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და ევროკავშირის მოთხოვნებს ასრულებდა. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი შეზღუდვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვისაც მოხსნის. ევროპა, მათ ვიზებს არ აძლევს და არგუმენტად მოაქვთ, ის რომ ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ასეთი მიდგომა არაჰუმანურია", - განაცხადა კარასინმა.

მისივე ინფორმაციით, რუსული მხარე ევროკავშირთან ოკუპირებული აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, საკითხს დააყენებს.

"რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს ორი თემა ურთიერთდამოკიდებულია. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics