07:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 16:21:44, 1907 ნახვა

კომენტარი
კარასინი: ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ მიმდინარეობს

„ცერცვაძის საქმეს ვიცნობ, საკითხი დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა“,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე გია ცერცვაძის საკითხსაც განიხილავს.

„ამის შესახებ მსმენია. დღეს ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ. როგორც მე ვიცი, საუბარია კრიმინალზე, კრიმინალურ დანაშაულზე, რომელიც ამ ბატონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაიდინა. თუ არ ვცდები, 2003 წელს. დოკუმენტები, ბუნებრივია გვაქვს. ჩვენ მოთხოვნებს ინტერპოლში უმიზეზოდ არ ვაგზავნით. ჩვენ შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებს და მათ შორის ამ ბრალდებების საკითხსაც განვიხილავთ. ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ვატარებთ გამოძიებას იმ კრიმინალურ საკითხებზე, რომლებიც, სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე ხდება,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გრიგორი კარასინის კომენტარს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics