08:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 14:58:32, 1732 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: შემოტანილი კანონპროექტით, თუ ადამიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, მისთვის გამოსაცდელი ვადა უქმდება

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც,

თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლეობის  სურვილი ექნება, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა არ შეეხება.

კანდელაკის მტკიცებით, ამის მიზეზი „რუსთავი2“- ის საქმის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებაა.

„მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, შემოტანილია პარლამენტში კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი იყო წარსულში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაშინ მისთვის უქმდება სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა. ესაა პოლიტიკური კორუფციის აშკარა ფაქტი, სხვა საქმეა და ლეგიტიმური დისკუსიაა, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის საკითხი, უნდა გაუქმდეს თუ არა ყველა დანიშნულ მოსამართლესთან მიმართებაში, მაგრამ დაუშვებელია კანონის ნორმის ერთ კონკრეტულ პირზე მორგება“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მას უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა უპასუხა:

„რაღაცა შოუ დადგა კანდელაკმა, რომ ეს ცვლილებები ხდება ერთი პერსონისთვის, ეს მოიკითხოს თავის გუნდში, ესენი არიან ის ხალხი, ერთი ადამიანის ხუშტურის გამო, რომ ვიღაცა დეპუტატი გაეხადათ, საპარლამენტო ასაკი გახადეს 21 წელი. ამ ცვლილებებს ეთანხმება და აღიარებს ყველა ამ ქვეყანაში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვენეციის კომისია, ეს ცვლილებები ეტაპობრივად გავრცელდება ყველა მოსამართლეზე“,-აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics