14:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 13:52:49, 1966 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ჩვენს შენიშვნებზე პასუხები მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ანა დოლიძის პროფესიონალიზმის ხარჯზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე  წარმოდგენილ პრეზიდენტის შენიშვნებზე დღეის შემდეგ მსჯელობაც არ ღირს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არგუმენტირებული პადსუხები ვერ წარმოადგინა. ამასთან, მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დეპუტატების შენიშვნებს  მხოლოდ  მისი პროფესიონალიზმის ხარჯზე უპასუხა:

„შემთვევით არ მიკითხავს ქალბატონი ანასთვის, დარწმუნებული ვარ, იცოდა მან ვეტოს გადალახვა არ გადალახვის პრინციპების შესახებ, რომ ნაწილობრივ გაზიარება ასე არ ხდება და კანონში ასეთი რამ არ წერია, ამიტომ, ყველა ის შენიშვნა, რაც ჩვენ კითხვებშიც იკითხებოდა, რაზეც პასუხები მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ანა დოლიძის პროფესიონალიზმის ხარჯზე. რადგან არგუმენტი სხვა აქ არ მოგვისმენია,  გარდა ზოგადი საუბრებისა, ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობაც კი არ ღირს იმის იქით, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა“,-განაცადა მამუკა მდინარაძემ.

საბოლოოდ, იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics