07:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 15:23:53, 1886 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი კანონთან დოკუმენტაციის შეუსაბამობა იყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა იყო.  

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ხარისხის ცენტრში ქართულ, თურქულ და ფრანგულ სკოლებს ერთნაირად ამოწმებენ. 

„სამწუხაროდ, სხვა სკოლების მსგავსად, რომლებსაც ავტორიზაცია ჩამოერთვათ, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმაც კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ხარისხის ცენტრში შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ქართულ სკოლებსაც, ისევე, როგორც თურქულს და ფრანგულს, ერთნაირად ამოწმებენ. სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო და კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგთა ნაწილი აპროტესტებს. 

თავად სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი აცხადებს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics