|
2017-02-06 13:28:05, 2848 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნიკა გვარამია: გავრცელებული აუდიო ჩანაწერი უმოწყალო მონტაჟია
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ის სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილს ელაპარაკება, "უმოწყალო მონტაჟია". როგორც გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მისი ხმა სხვადასხვა საუბრებიდანაა აღებული, ხოლო ადეიშვილთან სატელეფონო საუბრები არ ჰქონია. "მადლობას ვერ მოვახსენებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ასეთი ყურადღებისთვის. ეს დანაშაულია, რასაც ისინი ჩადიან. ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი", - აღნიშნა გვარამიამ. ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე მამუკა ახვლედიანზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას "რუსთავი 2"-ის საქმესთან შეხება არ ჰქონია. „როგორც ჩანს, უფრო აქეთ წაიყვანს სახელმწიფო საუბარს, რომ მე ახვლედიანს ქრთამი მივეცი, ახვლედიანს ეს საქმე არცერთ ინსტანციაში განუხილია,“ - განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მათ მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარია ასახული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)