|
2017-02-03 14:34:51, 1947 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხატიაშვილი: სახეზეა შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი მედია
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. "მე ვარ ალბათ ერთ-ერთი გამონაკლისი სამოქალაქო სექტორიდან, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს ყოველთვის ვესწრები, ყველა აქციაზე ვიდექი და დავდგები და ვამბობდი, რომ ეს არის შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია და შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. ჩემთვის სიურპრიზი არაა, რომ ხდება ზეწოლა მოსამართლეებზე. მოხდება ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე, რომ დამოუკიდებელ მედიას გვერდით არ დაუდგნენ", - აღნიშნა ხატიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)