16:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 10:28:09, 1636 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად

„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, მათ შორის, ჩვენი უწყება, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი წილი მოდიოდა: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოს ევროპული გზა - ესაა  ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი.  ხოლო  ვიზალიბერალიზაციის მიღება - ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ!“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics