16:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:04:58, 1705 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დარწმუნებული ვართ, დღეს მივიღებთ მხარდაჭერას ევროკავშირის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფისგან

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის პარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად დაუჭერს  მხარს საქართველოსთან ვიზალიბერალიზააციის საკითხს.

“დღეს ძალიან  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ველოდებით ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან, დარწმუნებული ვართ,  ევროკავშირის პარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად დაუჭერს  მხარს საქართველოსთან ვიზალიბერალიზააციის საკითხს. ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მოგეხსენებათ, ძალიან ბევბრი რეფოერმა განვახორციელეთ, რათა საქართველოს მთავრობა და ქვეყანა  გამხდარიყო სანდო პარტნიორი ევროკავირისთვის, ევროკავშირის წევრი  ქვეყნებისთვის. გასულ წელს, მიუხედავად არასახაბიელო ფონისა, საქართველომ, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა დიპლომატიამ შეძლო  დარწმუნება ჩვენი პარტნიორების, როგორც პოლიტიიკოსების ისე,წევრი ქვეყნების, რომ საქართველოსთვის  ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არის  ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის.შედეგად, დარწმუნებული ვართ, დღეს მივიღებთ ამ მხარდაჭერას  ევროკავშირის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფისგან  “,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას უყრის კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics