14:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 16:47:33, 1982 ნახვა

კომენტარი
"ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელი: ზარალის დათვლა მიმდინარეობს - საუბარია რამდენიმე მილიონზე

სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელის ლაშა ფაიგაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ზარალის ოდენობის დათვლას ცდილობს, რომელიც მისივე თქმით, რამდენიმე მილიონ ლარს მოიცავს.

როგორც ფაიგაძემ აღნიშნა, ბავშვთა სამყარო ყველა უწყებასთან თანამშრომლობს, რათა მოვაჭრეებს დახმარება დროულად აღმოუჩინონ.

"ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბით. საგამოძიებო უწყება მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ხანძრის მიზეზები და ამის მიხედვით გავაკეთებთ შემდგომში კომენტარს. ვიცით, რომ ზარალი ძალიან დიდია. გუშინდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა არა მარტო შენობა არამედ მოვაჭრეების მოძრავი ქონებაც. ზარალი მოიცავს რამდენიმე მილიონს, თუ დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ რა თანხებზეა საუბარი. აღიწერება ყველაფერი და ზარალი დადგინდება", - განაცხადა ფაიგაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, "ბავშვთა სამყაროში" დაახლოებით 1100 მოვაჭრე იყო დასაქმებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics