14:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 16:34:03, 1723 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უგულავა: საქართველო არასოდეს იქნება ქვეყანა, რომელიც ჭაობს დაემსგავსება

„საქართველო არასდროს არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსაგვასება ჭაობს  და არასდროს არ იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით“,-ამის შესახებ „თავისუფალი მოძრაობა-ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივის შემსრულებელმა გიგი უგულავამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უნიათო მთავრობა ჰყავს, რომელიც ქვეყანას მხოლოდ ჭაობს სთავაზობს.

„ჩვენს მოძრაობას ჰქვია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“.  იმიტომ რომ ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს  ყველა მოქალაქისთვის სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი.  ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. საქართველოს არსებობა ყოველთვის იყო  სწრაფვა თავისუფლებისკენ.  არ არსებობს ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე.  არ არსებობს წინსვლა და პროგრესი თავისუფლების გარეშე.  არ არსებობს ბედნიერება თავისუფლების გარეშე.  ჩვენ უნდა ვიყოთ   და ჩვენ ვართ საზოგადოება  თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სწორედ ამით განსხვავდება  საქართველო რეგიონში   ყველა  სხვა ქვეყნისაგან.  არსად ჩვენს რეგიონში თავისუფლების წყურვილი  არ არის ისეთი დიდი და ისეთი მძლავრი, როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეში.  ჩვენ შეგვიძლია მოვითმინოთ ბევრი რაღაცა, ბევრ უბედურებას გავუძლოთ, პერსონალურ გაჭირვებას გავუძლოთ,  მაგრამ ინდივიდუალურ თავისუფლებას და ქვეყნის თავისუფლებას  არ გავცვლით.  ჩვენი მოძრაობა არის სწორედ ასეთი ძლიერი, თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს  ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს.  ჩვენი ამოცანა არის რაც შეიძლება მშვიადობიანად ეს ხელისუფლება  გავისტუმროთ, რათა დასრულდეს ის რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ჯარისკაცების ჩაბარებას უცხო  და მტრული ქვეყნისთვის, ეკონომიკის უკუსვლას, კრიმინალის ზრდას და რაც მთავარია გავაღვიძოთ თითოეულ ადამიანში  პერსპექტივის განცდა. თავისუფლება სწორედ ეს არის.  თუ ხარ თავისუფლი, გჯერა მომავლის“,-განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics